ფეხბურთი

13:45 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშჩიკოვსკი: “ბაიერნთან” მოსაგებად ვითამაშებთ"

 

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დარწმუნებულია, რომ ბუნდესლიგის მე-13 ტურში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვა. პოლონელი ფეხბურთელი სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, თავისი გუნდისგან დადებით შედეგს ელის.

“ბავარიულ კლუბში ყველა პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობენ. იგივეს ვიტყვი “ბორუსიაზეც”. ეჭვი არ მეპარება, ძალიან კარგი თამაში გამოვა. ცხადია ვიცით, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ მოვიგებთ, “ბაიერნთან” ჩამორჩენას ერთ ქულამდე შევამცირებთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებთ. ამრიგად, აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ” – განაცხადა ბლაშჩიკოვსკიმ. 

0.121454