ფეხბურთი

20:07 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანმა ოსკარით და დავიდ ლუიზით დაინტერესება დაადასტურა

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მისი გუნდის სატრანსფერო მიზნებზე საუბრობს და ადასტურებს, რომ პარიზელებს “ჩელსის” ფეხბურთელების, ოსკარისა და დავიდ ლუიზის დამატება უნდათ.

“იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ ფინანსური ფეირ ფლეის გამო ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს სრულად ვერ ვიყენებთ. ამის მიუხედავად, შემადგენლობას გავაძლიერებთ. კონკრეტულად, პსჟ ოსკარისა და დავიდ ლუიზის შეძენითაა დაინტერესებული. ორივე მათგანი მაღალი დონის შემსრულებელია, რომლებსაც ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Goal-ი.

0.105697