ფეხბურთი

18:04 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “სწრაფმა გოლმა თავისი როლი ითამაშა”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “ლევერკუზენის” განადგურებაში (4:0) დიდი როლი სწრაფმა გოლმა ითამაშა.

“პარსკევს “ვალანსიენთან” გამართული თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდი დღევანდელ მატჩზე იყო კონცენტრირებული. ამ შეხვედრას დიდხანს ველოდით. ფეხბურთელებს თამაშის დიდი სურვილი ჰქონდათ.

წარმატებაში თავისი როლი სწრაფმა გოლმა ითამაშა. ისღა დამრჩენია, ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო.

ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურადაა კონცენტრირებული. ჩემს განკარგულებაში არაერთი მოთამაშეა და შემიძლია ძირითად შემადგენლობაში ნებისმიერი მათგანი დავაყენო, რადგან ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია.” – განაცხადა ბლანმა Canal Plus-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენში გამართულ შეხვედრაში, პარიზელებმა ანგარიში მე-3 წუთზე, ბლეზ მატუიდის ზუსტი დარტყმით გახსნეს, რასაც იბრაჰიმოვიჩის 2 და კაბაიეს 1 გოლი მოჰყვა.

0.115671