ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ლორან ბლანი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად ის პარიზში ორშაბათს ჩავა.
“პარიზში ორშაბათს ჩავალ და პსჟ-სთან მოლაპარაკებებს დავასრულებ. იმის ალბათობა, რომ ამ გუნდს ჩავიბარებ, საკმაოდ დიდია.
პსჟ ძალიან ამბიციური პროექტია. ჩემთვის, პარიზში მუშაობა ნომერ პირველი გამოწვევაა.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Le Parisien-ი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი “რეალში” წასასვლელად ემზადება და ბლანის პარიზულ კლუბში ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, იტალიელიც, დიდი ალბათობით, მადრიდს მიაშურებს.