“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აცხადებს, რომ UEFA-ს მიერ შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მისი გუნდი რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.
“სამწუხაროდ, UEFA-ს დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებით და იმ ტრანსფერებს ვერ განვახორციელებთ, რომლებიც გვინდა. ამის მიუხედავად, აუცილებლად გავძლიერდებით. პსჟ 2-4 ფეხბურთელს დაიმატებს.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Le Parisien-ი.