ფეხბურთი

19:10 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “პარიზში ყველაფერი მაკმაყოფილებს”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აცხადებს, რომ ის პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ხმები, თითქოს პსჟ ბლანის დათხოვნას აპირებდა. ეს ინფორმაცია პარიზელთა პრეზიდენტმა უარყო, ახლა კი, გუნდში დარჩენის სურვილს თავად ბლანიც გამოთქვამს.

“პარიზში ყველაფერი მაკმაყოფილებს. იმედი მაქვს, ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოვაწერთ.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს BeIN Sport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110251