მიროსლავ ბლაჟევიჩმა სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა. ის ბოსნიურ “სლობოდას” ჩაუდგა სათავეში. საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ბლაჟევიჩის ასაკი – 10 თებერვალს 79 წლისა ხდება.
ბლაჟევიჩი ბოლოს “ზაგრებს” წვრთნიდა, შარშან აპრილს დატოვა პოსტი და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს მისი ბოლო კლუბი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბოლო არ ყოფილა.
“ვისაც ჰგონია, რომ მოხუცი ვარ, ვეტყვი: გუშინ სამედიცინო შემოწმება გავიარე და ექიმებმა მითხრეს, ახალგაზრდული ორგანიზმი გაქვსო. “სლობოდაში” ფულის გამო არ მივსულვარ. მე ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს და მსურს, რომ კლუბს ამბიციური გეგმების განხორციელებაში დავეხმარო” – თქვა ბლაჟევიჩმა, რომლის თავკაცობითაც ხორვატიის ნაკრებმა 1998 წელს ფურორი მოახდინა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.