ფეხბურთი

0:56 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბირსას სადებიუტო გოლმა „მილანს“ მოგება გაახსენა

სამმატჩიანი წარუმატებლობის შემდეგ, „მილანმა“ მოგების გემო გაიხსენა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს, გენუის „სამპდორიასთან“ გამართულ მატჩში, 3 ქულა „ჯენოას“ ყოფილმა ფეხბურთლმა, ვალტერ ბირსამ მოუტანა, რომელმაც „როსონერის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. სლოვენიელმა ფეხბურთელმა თავი 47-ე წუთზე, დაახლოებით 18 მეტრიდან დარტყმით გამოიჩინა. ბირსას შედეგიანი გადაცემა რობინიომ გაუკეთა, რომელმაც „მილანის“ ბოლო ოთხ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ბრაზილიელმა ერთხელ თავად გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

წინა ტურში „სასუოლოსთან“ სენსაციური ფრის შემდეგ, კვლავ მოიგო „ნაპოლიმ“. ნეაპოლელებმა გოლი სერია A-ს ზედიზედ მე-16 მატჩში გაიტანეს, რაც 1975 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

რაფაელ ბენიტესის გუნდს 3 ქულა გორან პანდევმა მოუტანა. „ჯენოასთან“ გასვლით მატჩში, მაკედონიელმა თავი მე-14 და 25-ე წუთებზე გამოიჩინა. სტუმართა შემტევმა ჯერ კუცკას შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი, გოლად ინსინიეს გადაცემა აქცია.

 

ჯენოა-ნაპოლი 0:2 (0:2) 

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000

ჯენოა (3-1-4-2): პერინი, გამბერინი (სტოიანი 37), პორტანოვა, დე მაიო, მათუსალემი (ფეტფაციდისი 60), ვრსალჟკო, ბიონდინი, კუცკა, ანტონინი (სანტანა 46), ჯილარდინო, კალაიო.

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, ალბიოლი (კანავარო 46), ბრიტოსი, ზუნიგა, ინლერი, ბეჰრამი, კალიეხონი, პანდევი (ჯემაილი 80), ინსინიე, საპატა (იგუაინი 59).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 პანდევი (25).

გაფრთხილებები: მათუსალემი 32, კუცკა 62 - მესტო 5, იგუაინი 87.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10 (2)-11 (3), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 17-9.

 

მილანი-სამპდორია 1:0 (0:0) 

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მილანი (4-3-1-2): აბიატი, ძაკარდო, საპატა, მექსე, კონსტანტი, პოლი (ნოჩერინო 75), დე იონგი, მუნტარი (ემანუელსონი 46), ბირსა (ნიანგი 66), რობინიო, მატრი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

სამპდორია (4-4-2): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, რეჯინი, კოსტა, გავაცი, ობიანგი, პალომბო (კრსტიჩიჩი 61), ვსზოლეკი (სორიანო 52), სანსონე, გაბიადინი (პეტანია 67).

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლი: 1:0 ბირსა (47).

გაფრთხილებები: კოსტა 14, გავაცი 34, კრსტიჩიჩი 72.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 15 (5)-14 (1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-11.

 

1. ნაპოლი 6 5 1 0 14:4 16
2. რომა 5 5 0 0 12:1 15
3. ინტერი 5 4 1 0 15:2 13
4. იუვენტუსი 5 4 1 0 10:4 13
5. ფიორენტინა 5 3 1 1 11:6 10
6. ლაციო 5 3 0 2 9:8 9
7. ლივორნო 5 2 2 1 7:4 8
8. მილანი 6 2 2 2 11:10 8
9. ტორინო 5 2 2 1 8:7 8
10. უდინეზე 5 2 1 2 7:6 7
11. ვერონა 5 2 1 2 7:8 7
12. კალიარი 5 1 3 1 7:8 6
13. პარმა 5 1 2 2 6:9 5
14. კიევო 5 1 1 3 5:10 4
15. ჯენოა 6 1 1 4 5:10 4
16. ბოლონია 5 0 3 2 7:11 3
17. ატალანტა 5 1 0 4 6:10 3
18. სამპდორია 6 0 2 4 4:11 2
19. კატანია 5 0 1 4 2:10 1
20. სასუოლო 5 0 1 4 2:16 1

 

ბომბარდირები 

ჩერჩი („ტორინო“) – 5; ჰამშიკი („ნაპოლი“) , როსი („ფიორენტინა“) - 4; კალიეხონი („ნაპოლი“), პაულინიო („ლივორნო“), ვიდალი („იუვენტუსი“), ბალოტელი („მილანი“), იგუაინი („ნაპოლი“), პალასიო („ინტერი“), ტევესი („იუვენტუსი“) – 3.

 

29 სექტემბერი

ტორინო-იუვენტუსი; ატალანტა-უდინეზე; კალიარი-ინტერი; კატანია-კიევო; ვერონა-ლივორნო; სასუოლო-ლაციო; რომა-ბოლონია.

30 სექტემბერი

ფიორენტინა-პარმა.

0.112059