სხვა

23:00 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბიორნდალენმა ლეგენდის სტატუსი განიმტკიცა

ჰოკეის ტურნირი რუსების გარეშე გაგრძელდება


სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჩათვლაში ლიდერი შეიცვალა. ნორვეგიის ნაკრებმა 2 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა და ჯამური 9 ოქროთი გერმანელებს გადაუსწრო.

გამოსარჩევია ლეგენდარული ოლე ეინარ ბიორნდალენის ასპარეზობა, რომელმაც კარიერაში მე-13 ოლიმპიური მედალი მოიპოვა და ზამთრის სპორტის სახეობებისთვის რეკორდული მაჩვენებლის ავტორი გახდა.

ბიორნდალენმა მე-5 ოლიმპიურ თამაშებზე მე-8 ოქრო მიითვალა, ამის გარდა კი, მის ანგარიშზე 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. აღნიშნულის წყალობით, ეინარმა დიდი თანამემამულის ბიორნ დელის მიღწევა (8-4-0) დაამხო.

ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა კაც ჰოკეისტთა ტურნირშიც. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთმა ფინეთთან 1:3 წააგო და ოლიმპიადას გამოეთიშა. შედეგად, ტრიბუნებზე მყოფი ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი ნაღვლიანი თვალებით იყურებოდნენ... 

 

XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სოჭი (რუსეთი). 19 თებერვალი. გათამაშდა 8 მედალი

სამთო თხილამურები. კაცები. გიგანტური სლალომი

1. ტედ ლიგეტი (აშშ) 2.45,29

2. სტივ მისილიე (საფრანგეთი) +0,48

3. ალეკსის პენტიურო (საფრანგეთი) +0,64

 

სნოუბორდი. ქალები. პარალელური გიგანტური სლალომი

1. პატრიცია კუმერი (შვეიცარია)

2. ტომოკა ტაკეუჩი (იაპონია)

3. ალიონა ზავარზინა (რუსეთი)

 

სნოუბორდი. კაცები. პარალელური გიგანტური სლალომი

1. ვიკ უაილდი (რუსეთი)

2. ნევინ გალმარნი (შვეიცარია)

3. ჟან კოშირი (სლოვენია)

 

თხილამურებით რბოლა. ქალები. გუნდური სპრინტი

1. ნორვეგია (ოსტბერგი, ბიორგენი) 16.04,05

2. ფინეთი (საარინენი, ნისკანენი) 16.13,14

3. შვედეთი (ინგერმარსდოტერი, ნილსონი) 16.23,82

 

თხილამურებით რბოლა. კაცები. გუნდური სპრინტი

1. ფინეთი (ნისკანენი, იაუჰოიარვი) 23.14,99

2. რუსეთი (ვილეგჟანინი, კრიუკოვი) 23.15,86

3. შვედეთი (იონსონი, პეტერსონი) 23.30,01

 

ციგურებით სირბილი. ქალები. 5 000 მ.

1. მარტინა საბლიკოვა (ჩეხეთი) 6.51,54

2. ირენ ვიუსტი (ჰოლანდია) +2,74

3. კარიენ კლეიბეიკერი (ჰოლანდია) +4,12

 

ბიატლონი. შერეული. ესტაფეტა. 2X6+2X7.5 კმ.

1. ნორვეგია (ბერგერი, ეკჰოფი, ბიორნდალენი, სვენსენი) 1:09.17.0

2. ჩეხეთი (ვიტკოვა, სოუკალოვა, სოუკუპი, მორავეცი) +32.6

3. იტალია (ვირერი, ობერჰოფერი, ვინდიში, ჰოფერი) +58.2

 

ბობსლეი. ქალები. ორადგილიანი

1. კანადა (ჰამფრისი, მოისი) 3.50.61

2. აშშ-1 (მეიერსი, უილიამსი) +0,10

3. აშშ-2 (გრუბელი, ევანსი) +1,00

ადგილი   გუნდი ოქრო  ვერცხლი  ბრინჯაო  სულ
1 ნორვეგია 9 4 7 20
2 გერმანია 8 3 4 15
3 აშშ 7 5 11 23
4 რუსეთი 6 9 7 22
5 ჰოლანდია 6 7 9 22
6 შვეიცარია 6 3 1 10
7 კანადა 5 9 4 18
8 ბელარუსი 5 0 1 6
9 პოლონეთი 4 0 0 4
10 საფრანგეთი 3 2 6 11
11 ჩინეთი 3 2 1 6
12 ავსტრია 2 6 1 9
13 შვედეთი 2 5 4 11
14 ჩეხეთი 2 4 2 8
15 სლოვენია 2 1 4 7
16 სამხრეთ კორეა 2 1 1 4
17 იაპონია 1 4 2 7
18 ფინეთი 1 3 0 4
19 დიდი ბრიტანეთი 1 0 1 2
20 სლოვაკეთი 1 0 0 1
21 იტალია 0 2 5 7
22 ავსტრალია 0 2 1 3
23 ლატვია 0 1 2 3
24 ხორვატია 0 1 0 1
25 ყაზახეთი 0 0 1 1
26 უკრაინა 0 0 1 1
0.118038