საქართველოს რაგბის კავშირში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა) დაიწყო “ერთა თასზე” საქართველო-ბელგიის მატჩის ბილეთების გაყიდვა. 1 თებერვალს დაგეგმილი სარაგბო დაპირისპირების ბილეთების შეძენა ყოველდღე 12:00-დან 18:00 საათის ჩათვლით შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ მატჩის დღეს, 1 თებერვალს, ბილეთების შეძენა ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი კი 3 ლარია. როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს და ბელგიის ეროვნულ გუნდთან მატჩი სტარტს 15:00 საათზე აიღებს.