ფეხბურთი

3:25 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბილბაომ“ მაინც მოიგო

ხუთშაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–6 ტურის დასკვნითი მატჩები ჩატარდა. შეიძლება ითქვას, სამივე მატჩი მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგით დასრულდა.

„ბილბაო“ თავის მოედანზე „ბეტისთან“ მარცხდებოდა, მაგრამ 3 ქულა მაინც ბასკებს დარჩათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანდალუსიელები ხორხე მოლინამ დააწინაურა. მისი დარტყმული მასპინძელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მოლინამ ივარგა და „ბეტისს“ დიდი იმედი ჩაუსახა.

სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ოსკარ დე მარკოსმა ზუსტი თავურით წონასწორობა აღადგინა. ბასკებმა გამარჯვების გოლიც თავით გაიტანეს – ამჯერად, მიკელ სან–ხოსემ იხეირა – 2:1.

თავისი მატჩი მოიგო „ვილიარეალმაც“, რომლის მეტოქეც „ესპანიოლი“ გახლდათ. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ჟერემი პერბეს გოლის წყალობით პირველსავე წუთიდან ხელში ჩაიგდო უპირატესობა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანაც შეძლო. მოგვიანებით, ჯონათან პერეირამ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:1.

რაც შეეხება „ხეტაფესა“ და „სელტას“ მატჩს, ვიგოელებმა 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს და შინ უქულოდ დაბრუნდნენ – 2:0.

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“.

ბილბაო – ბეტისი 2:1 (0:0)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა (მუნიანი 74), ბენიატი, რიკო, ერერა (დე მარკოსი 70), ადურისი, გომესი (იტურასპე 87).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი: სარა, ნაჩო, ჩიკა, პაულანი, ამაია, სევილია (რეიესი 51), ტორესი, მატილია (ვერდუ 57), ხუანფრანი, მოლინა, ჩული (მაბვატი 73).

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 0:1 მოლინა (62), 1:1 დე მარკოსი (73), 2:1 სან–ხოსე (82)

გაფრთხილებები: ადურისი (83) – პაულანი (23), ტორესი (24), ჩიკა (45), ჩული (68), მოლინა (82), ამაია (90)

კარში დარტყმა: 20 (8) – 10 (5) ჯარიმა: 8 - 12 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 62% - 38%

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 6000

ხეტაფე – სელტა 2:0 (1:0)

ხეტაფე: მოია, რუანო, ლაგო, ლ.ლოპესი (რ.ლოპესი 81), აროიო, ბორხა, ლეონი, კასტრო (გავილანი 75), მოსკერა, სარაბია, ფედორი (კოლუნგა 70).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

სელტა: იოელი, კაბრალი, ბელვისი (ხონი 18), ორტენეჩე, კოსტასი, კრონ–დელი (ლოპესი 74), ოუბინია, ორელიანა, რაფინია (მინა 60), მადინდა, როდრიგესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ლოპესი (44), 2:0 აროიო (50)

გაფრთხილებები: მოსკერა (59), აროიო (80) – ორტენეჩე (69)

კარში დარტყმა: 14 (3) – 9 (2) ჯარიმა: 14 - 8 კუთხური: 11 - 4 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52%

 

ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 17000

ვილიარეალი – ესპანიოლი 2:1 (1:0)

ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, გასპარი, ხაუმე, ინიხესი, კანი, სორიანო, პერესი (აკინო 62), პინა (ტრიხეროსი 80), პერბე, დოს სანტოსი.

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, მორენო, მატიონი, როდრიგესი, კლერკი (კაპდევილია 68), გონსალესი, ლანსაროტე (სტუანი 57), ფერნანდესი (სანჩესი 46), გარსია, ბიფუმა.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 პერბე (1), 2:0 პერეირა (68), 2:1 გარსია (80)

გაფრთხილებები: სორიანო (71) – სიდნეი (47), სანჩესი (50), მატიონი (90)

კარში დარტყმა: 8 (5) – 12 (3) ჯარიმა: 15 – 22 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 45% - 55% 

 

1. ბარსელონა 6 6 0 0 22:5 18
2. ატლეტიკო 6 6 0 0 18:5 18
3. რეალი 6 5 1 0 14:6 16
4. ვილიარეალი 6 4 2 0 12:6 14
5. ბილბაო 6 4 0 2 12:10 12
6. ესპანიოლი 6 3 2 1 10:7 11
7. ვალენსია 6 3 0 3 9:10 9
8. მალაგა 6 2 2 2 9:4 8
9. ხეტაფე 6 2 1 3 7:10 7
10. ლევანტე 6 1 4 1 5:11 7
11. სელტა 6 1 3 2 7:9 6
12. სოსიედადი 6 1 3 2 5:7 6
13. ბეტისი 6 1 2 3 6:7 5
14. სევილია 6 1 2 3 10:12 5
15. გრანადა 6 1 2 3 3:5 5
16. ვალიადოლიდი 6 1 2 3 4:7 5
17. ალმერია 6 0 3 3 10:15 3
18. ელჩე 6 0 3 3 5:10 3
19. ოსასუნა 6 1 0 5 5:12 3
20. რაიო ვალიეკანო 6 1 0 5 5:20 3
0.123607