ესპანური კლუბი ბილბაოს “ატლეტიკი” საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნახევარმცველ ანდერ ერერას გაყიდვას არ გეგმავს.
24 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამდა, მაგრამ ზაფხულში კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “წითელი ეშმაკები” მოლაპარაკების გაგრძელებას და მიზნის მიღწევას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებენ, მაგრამ Sky Sports-ის ცნობით ბილბაოელებს ფეხბურთელის გასხვისება არ სურთ.
“არ ვიცი რას ფიქრობენ სხვა კლუბებში, მაგრამ ჩვენთან ერერას გაყიდვის საკითხი არც კი განიხილება. მას ჩვენთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და მის შეწყვეტას არ ვაპირებთ” - განაცხადა “ბილბაოს” პრეზიდენტმა.