სევილიური “ბეტისი” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის – ბოიან კრკიჩის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.
თავის მხრივ, კატალონიური გრანდი ბოიანის გაყიდვის წინააღმდეგი არაა. კატალონიელებს ახალგაზრდა ფორვარდში დაახლოებით 15 მილიონი ევროს აღება სურთ. ძნელი სათქმელია, გადაიხდიან თუ არა ამ თანხას ანდალუსიელები.
შეგახსენებთ, რომ ბოიანმა უკანასკნელი 2 სეზონი იჯარის წესით იტალიაში – “რომასა” და “მილანში” გაატარა.