ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტური ერთობ შედეგიანი მატჩით გაიხსნა – „ლოს კარმენესზე“ შეკრებილმა მაყურებლებმა 6 გოლი იხილეს. „გრანადას“ სტუმარი „ბეტისი“ იყო, რომელმაც მასპინძელი გუნდი 1:5 გაანადგურა.
ანდალუსიელებმა მეტოქე გუნდს საქმე პირველი ტაიმის 4–წუთიან მონაკვეთში მოუმთავრეს – რუბენ კასტროს დუბლისა და ინიგო ლოპესის ავტოგოლის წყალობით, 3–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც ცხადყვეს.
მიუხედავად ამისა, „ბეტისი“ არ ცხრებოდა და უპირატესობის გაზრდაც შეძლო – დორლან პაბონმა რუბენ კასტროს პასით ისარგებლა და ხელსაყრელი პოზიციიდან იოლად აიღო მასპინძელთა კარი. რამდენიმე წუთში, „გრანადამ“ კარლოს არანდას გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს ბევრი ვერაფერი შვება იყო. მით უმეტეს, რომ 85–ე წუთზე, „ბეტისელმა“ ანხელ ლოპესმა მასპინძელთა განადგურებას წერტილი დაუსვა.
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 20000
გრანადა – ბეტისი 1:5 (0:3)
გრანადა: ტონიო, სიკეირა, მაინსი, ლოპესი, ირინეი (ბუონანოტე 46), ორტისი, ბრაიმი, რიკო, ტორჟე (იგალო 46), ნოლიტო, არანდა.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
დეპორტივო: ადრიანი, ჩიკა, მარიო (პერკისი 46), პაულანი, მარტინესი, იგებორი, კანიასი, პერესი, ვადილიო (ლოპესი 66), კასტრო, პაბონი (მოლინა 63).
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 0:1 კასტრო (30), 0:2 კასტრო (32), 0:3 ლოპესი (34 ს.კ), 0:4 პაბონი (54), 1:4 არანდა (72), 1:5 ლოპესი (85)
გაფრთხილებები: სიკეირა (58), ბრაიმი (71), ბუონანოტე (82) – იგებორი (1), ლოპესი (75)
გაძევება: სიკეირა (79)
კარში დარტყმა: 15 (6) – 12 (8) ჯარიმა: 13 - 7 კუთხური: 17 - 2 თამაშგარე: 5 - 5 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 2 – 5
1. | ბარსელონა | 29 | 24 | 3 | 2 | 90:33 | 75 | |
2. | რეალი | 29 | 19 | 5 | 5 | 72:28 | 62 | |
3. | ატლეტიკო | 29 | 19 | 4 | 6 | 51:25 | 61 | |
4. | სოსიედადი | 29 | 13 | 9 | 7 | 51:37 | 48 | |
5. | ბეტისი | 30 | 14 | 5 | 11 | 44:43 | 47 | |
6. | მალაგა | 29 | 13 | 8 | 8 | 41:28 | 47 | |
7. | ვალენსია | 29 | 13 | 7 | 9 | 42:41 | 46 | |
8. | ხეტაფე | 29 | 12 | 7 | 10 | 38:44 | 43 | |
9. | რაიო | 29 | 13 | 2 | 14 | 38:49 | 41 | |
10. | ლევანტე | 29 | 11 | 7 | 11 | 34:41 | 40 | |
11. | სევილია | 29 | 11 | 5 | 13 | 43:41 | 38 | |
12. | ესპანიოლი | 29 | 9 | 9 | 11 | 35:39 | 36 | |
13. | ბილბაო | 29 | 10 | 5 | 14 | 33:51 | 35 | |
14. | ვალიადოლიდი | 29 | 9 | 8 | 12 | 37:41 | 35 | |
15. | ოსასუნა | 29 | 8 | 7 | 14 | 26:33 | 31 | |
16. | გრანადა | 30 | 7 | 7 | 16 | 27:45 | 28 | |
17. | სარაგოსა | 29 | 7 | 6 | 16 | 26:43 | 27 | |
18. | სელტა | 29 | 6 | 6 | 17 | 29:43 | 24 | |
19. | მალიორკა | 29 | 6 | 6 | 17 | 32:58 | 24 | |
20. | დეპორტივო | 29 | 5 | 8 | 16 | 35:61 | 23 |