ფეხბურთი

3:01 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბეტისის“ მარცხიანი სერია ვიგოში გაგრძელდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21–ე ტურის გახსნით მატჩში, ვიგოს „სელტამ“ სევილიურ „ბეტისს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. ანდალუსიელებმა მიჯრით მე–4 მარცხი იწვნიეს.

მატჩი სტუმართათვის კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დასრულდა. მე–17 წუთზე, „ბეტისის“ ფორვარდმა რუბენ კასტრომ გამოიჩინა თავი და სტუმრები წინ გაიყვანა. სევილიელთა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან მასპინძლებმა ტაიმის დასრულებამდე მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და შესვენებაზე მყარი ანგარიშით გავიდნენ.

73–ე წუთზე, კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა შემტევმა ნოლიტომ აიღო სტუმართა კარი და ტაბლოზე 4:1 დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტუმრებს ქულის მოპოვების შანსიც კი აღარ ჰქონდათ. კასტროს კიდევ ერთი გოლით, „ბეტისმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტს ვეღარას გახდა.

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 20000

სელტა – ბეტისი 4:2 (3:1)

სელტა: იოელი, მალიო, ფონტასი, ხონი, კოსტასი, კრონ–დელი (მადინდა 76), ოუბინია, ორელიანა, ლოეპსი (ნოლიტო 68), რაფინია, შარლესი (ბერმეხო 90).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ბეტისი: სარა, ნაჩო, პაულანი (ფიგერასი 46), ამაია, ვერდუ, სევილია, რეიესი, ნონო (მაბვატი 69), ხუანფრანი, კასტრო, ბაპტისტაუ (მოლინა 63).

მწვრთნელი: გაბრიელ კალდერონი

გოლი: 0:1 კასტრო (17), 1:1 ორელიანა (22), 2:1 შარლესი (31), 3:1 ორელიანა (39), 4:1 ნოლიტო (73), 4:2 კასტრო (78)

გაფრთხილება: კრონ–დელი (60), ორელიანა (87) – სევილია (33), ნონო (64), კასტრო (81)

გაძევება: მაბვატი (90)

კარში დარტყმა: 7 (1) – 21 (11) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 0 - 7 თამაშგარე: 1 - 10 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 6 – 1

0.12289