ფეხბურთი

13:28 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშმა” “ქასიმფაშასთან” თავისი გაიტანა

თურქეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის გადათამაშებულ მატჩში, შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” შინ “ბეშიქთაშთან” 0:3 წააგო.

პირველ წრეში “ქასიმფაშამ” 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ “ბეშიქთაშმა” მატჩის შედეგი გააპროტესტა და გადათამაშება მოითხოვა. თურქეთის ერთ-ერთი გრანდის მესვეურები თვლიდნენ, რომ მათი მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომა იყო.

კერძოდ, იმ შეხვედრაში “ქასიმფაშას” მცველმა რაიან დონკმა მოედნის ფარგლებს გარედან შემოგორებულ მეორე ბურთს ფეხი დაარტყა და “ბეშიქთაშის” ფორვარდ უგო ალმეიდას ფეხიდან ბურთი “გამოაცალა”. ამ ეპიზოდში “ბეშიქთაშის” მოთამაშეები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯი მხოლოდ თავისუფალი დარტყმით შემოიფარგლა.

საბოლოოდ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ბეშიქთაშის” პროტესტი დააკმაყოფილა და გადათამაშება 11 თებერვალს დანიშნა. მსგავსი რამ იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ “ბეშიქთაში” თურქეთში ერთ-ერთი მოწინავე კლუბია და გავლენიანი მფარველებიც არ აკლია.

გადათამშებაში სტუმრებს 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ. შედეგად, “ქასიმფაშა” 30 ქულით 18 გუნდში მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113136