ფეხბურთი

11:51 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაში” ეტო’ოს იწვევს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, სტამბულის “ბეშიქთაში” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – სამუელ ეტო’ოს გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

33 წლის კამერუნელს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს. “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელობამ აფრიკელ მეგოლეს წინადადებით უკვე მიმართა და წელიწადში 6.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.

რამდენადაც ცნობილია, “ჩელსი” და ეტო’ო თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.

 

0.127102