ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, სტამბულის “ბეშიქთაში” “მილანის” ნახევარმცველის – მიკაელ ესიენის შეძენას ეცდება. ამის შესახებ “რაი სპორტი” იუწყება.
როგორც ირკვევა, თურქები 31 წლის განელს 3-წლიან კონტრაქტსა და წლიურ 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. “ბეშიქთაში” ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული და მის გასაჩარხად აქტიურ მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ესიენი “მილანში” იანვარში, ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა. ახალ კლუბში აფრიკელმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ესიენს მილანელებთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.