ფეხბურთი

17:23 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის თავისუფლება წელიწადით აღუკვეთეს

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ადგილობრივმა სასამართლომ თავისუფლება წელიწადით აღუკვეთა. BBC-ის ცნობით, 76 წლის ბერლუსკონის ბრალი უკანონოდ მოპოვებული კონფედენციალური ჩანაწერების გამოქვეყნებაში ედება. 

ეს ფაქტი 2005 წლის მარტში მოხდა, როდესაც სადაზღვეო ჯგუფ Unipo-სთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერები სილვიო ბერლუსკონიმ თავისი უმცროსი ძმის – პაოლო ბერლუსკონის გაზეთ Il Giornale-ში გამოაქვეყნა. იტალიურ სასამართლოში საქმე გასული წლის მარტში აღიძრა. 
აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონის უმცროსი ძმა კიდევ უფრო მეტად დაისაჯა – სამართლომ პაოლო ბერლუსკონის 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 
BBC-ის ინფორმაციით, ბერლუსკონების ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა რა შედეგს გამოიღებს ეს, ძნელი სათქმელია.
0.113571