სილვიო ბერლუსკონი “მილანის” პრეზიდენტს პოსტს იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუკი იტალიური კლუბის ახალი მფლობელი სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი გახდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ლიმი მზადაა “მილანის” აქციების 70 პროცენტი 500 მილიონ ევროდ შეიძინის.
წყაროს ცნობით, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს ადრიანო გალიანიც. სინგაპურელმა შეთანხმების გასაფორმებლად ცნობილი საფეხბურთი აგენტი ჟორჟე მენდეში დაიქირავა.