ფეხბურთი

11:55 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი “მილანს” 700 მილიონად გაყიდის

“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის აქციების სრულად გაყიდვას გეგმავს. იტალიური პრესის ცნობით, “როსონერის” მსურველმა 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ბერლუსკონიმ დასახმარებლად კომპანია Lazard Ltd-ს მიმართა, რომელიც 77 წლის იტალიელს კლიენტის პოვნაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია მილანის “ინტერსაც” დაეხმარა. “ნერაძურის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის აქციების 70% ბიზნესმენ ერიკ ტოხირს სწორედ Lazard Ltd-ს დახმარებით მიჰყიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114474