ფეხბურთი

18:31 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი “მილანის” გაყიდვას არ აპირებს

“მილანის” მესაკუთრე კომპანია Finvest Group-ი იტალიური კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტის სინგაპურელი ბიზნესმენისთვის, პიტერ ლიმისთვის მიყიდვას გამორიცხავს.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლიმი მზადაა “მილანის” აქციების 70% 500 მილიონ ევროდ შეიძინოს. თუმცა, როგორც ჩანს, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაში მყოფი კომპანია Finvest Group-ი “როსონერის” გაყიდვას არ აპირებს.

“გვსურს, პრესაში გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გავაკეთოთ და განვაცხადოთ, რომ “მილანის” აქციების საკონტროლო პაკეტის სხვა პირისთვის გადაცემას არ ვაპირებთ.” – ვკითხულობთ Finvest Group-ის ოფიციალურ განცხადებაში.

თეგებიმილანი
0.272358