ჭიდაობა

1:20 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა 1 ვერცხლით დაასრულეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა. წარმატებას შმაგი ბოლქვაძემ მიაღწია, რომელმაც 66 კგ. წონით კატეგორიაში ოთხ მეტოქეს აჯობა, ფინალში კი რუს აბუიაზიდ მანციგოვთან დამარცხდა.

მედალთან ახლოს გახლდათ ნიკა ცეცხლაძეც (55 კგ.), რომელმაც ნახევარფინალში გააღწია, თუმცა, იქ ასევე რუს რუბენ მინასიანთან წააგო, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ყაზახე აკან ბაიმაგანბეტოვს ვერ გაუმკლავდა.

ტურნირს კიდევ უფრო ადრე გამოეთიშნენ ირაკლი შავაძე (50 კგ.), ხვიჩა ჭითავა (60 კგ.), ლაშა გობაძე (74 კგ.), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ.), კუკური კირცხალია (96 კგ.) და ზურაბ გედეხაური (120 კგ.).

15-16 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონები ჩაებმებიან, 17-18 აგვისტოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ნიკა ტატუაშვილი (50 კგ.), ბექა ბუჯიაშვილი (55 კგ.), შოთა ფარტენაძე (60 კგ.), ლაშა გიგაშვილი (74 კგ.), ლევან გოგრიჭიანი (84 კგ.), გიორგი კაკაურიძე (96 კგ.), გენო პეტრიაშვილი (120 კგ.).

0.120141