ჩოგბურთი

1:13 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხის მეცხრე ტიტული

როტერდამის ტურნირის ფინალში რეიტინგსიის მეშვიდე ნომერმა ტომაშ ბერდიხმა ხორვატ მარინ ჩილიჩს 6:4, 6:2 მოუგო და 2012 წლიდან მოყოლებული პირველ ტურნირზე იმარჯვა. შარშან 28 წლის ჩეხი 3 გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობდა, მაგრამ ტოპათეულის ერთადერთ წევრად დარჩა, რომელმაც ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა. როტერდამში ტომაშმა კარიერის მეცხრე შეჯიბრება მოიგო.

ბერდიხისა და ჩილიჩის ფინალმა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ბერდიხმა 3 ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა. პირად დაპირისპირებას რაც შეეხება, ბერდიხმა ჩილიჩს მეხუთედ მოუგო, თავად კი ხორვატთან 2 მარცხი აქვს განცდილი.

როტერდამში მოპოვებულმა ტრიუმფმა ბერდიხს 330750 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა შემატა.

0.122542