ჭადრაკი

0:20 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძემ ლიდერობა აზალაძეს გადააბარა

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ირაკლი ბერაძემ (2379) თეთრი ფიგურებით შოთა აზალაძესთან (2482) წააგო და ლიდერობა სწორედ მას გადააბარა.

6 ტურის თავზე აზალაძეს 5.0 ქულა გააჩნია, მას კი ნახევარი ქულით ირაკლი ბერაძე, კოკა შანავა (2578), ნინო ხურციძე (2452), ზურაბ ჯავახაძე (2451) და სოფიო გვეტაძე (2319) ჩამორჩებიან.

მეშვიდე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: აზალაძე-გვეტაძე, ჯავახაძე-შანავა, ბერაძე-ხურციძე.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს.  პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

0.12284