ფეხბურთი

12:55 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი პსჟ-ში დარჩება

ფრანგული “პარი სენ_ჟერმენის” ვეტერანი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ზაფხულში კლუბს არ შეიცვლის. პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა Canal+-თან საუბარში განაცხადა, რომ 37 წლის ინგლისელი, რომელსაც მაისში 38 წელი უსრულდება, მომდევნო სეზონსაც პსჟ-ში გაატარებს.

“ბექჰემი რჩება. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია”, - განაცხაადა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემი პსჟ-ს ზამთარში შეუერთდა. თავდაპირველად, ფრანგები ვარაუდობდნენ, რომ ინგლისელი კარლო ანჩელოტის გუნდში ზაფხულამდე დარჩებოდა, მაგრამ როგორც უკვე ცნობილია, ნახევარმცველი საფრანგეთში კიდევ წელიწადს გაატარებს.

 

თეგებიპსჟბექჰემი
0.117738