ფეხბურთი

18:23 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი: “კარიერის პსჟ-ში გასაგრძელებლად მზად ვარ”

“პარი სენ ჟერმენის” ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ ის კარიერის ფრანგულ კლუბში გასაგრძელებლად მზადაა.

გასულ იანვარში, ბექჰემმა პსჟ-სთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, მაგრამ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ის ინგლისელის შენარჩუნებას შეეცდება და როგორც ირკვევა, საფრანგეთის დატოვების დიდი სურვილი არც თავად ფეხბურთელს აქვს.

“ჩემს ასაკში, ყოველი წელი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, პსჟ-სთან კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გაფორმება მართებული გადაწყვეტილება იყო. ახლა, პარიზში თავს კომფორტულად ვგრძნობ და პსჟ-ში კარიერის გასაგრძელებლად მზად ვარ.

კარლო ანჩელოტის, როგორც მწვრთნელსა და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ. მას დარჩენაზე ჩემი დაყოლიება სურს? ამით ვამაყობ.

შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები. პსჟ-ში ბედნიერი ვარ. აქ ისე მექცევიან, თითქოს კლუბში უკვე 10 წელია ვთამაშობ.” – ციტირებს ბექჰემის სიტყვებს Goal-ი.

0.133191