ფეხბურთი

17:37 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს.

37 წლის ინგლისელს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბექჰემი სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლის საკითხს განიხილავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ასე სულაც არაა.

“ხშირად მესმის, რომ მიმდინარე სეზონი ჩემს კარიერაში ბოლოა. მე ასე არ ვთვლი. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთს ვთამაშობ და ეს მომწონს.” – განაცხადა ბექჰემმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113278