“პარი სენ ჟერმენის” ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი არ გამორიცხავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელთა მეტოქე “ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყოს.
“თამაში რთული იქნება. “მილანთან” წაგების შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გავარდნილი იყვნენ. თუმცა, “ბარსელონა” მხოლოდ ცალკეული ტალანტებისგან არ შედგება. უპირველესად, ეს გუნდია და შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესოც.
თუმცა, პსჟ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩვენ გვაქვს მენტალიტეტი, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. “პარი სენ ჟერმენი” დიდი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე წარმტების მიღწევისთვის იბრძვის.” – ციტირებს ბექჰემის სიტყვებს Le Parisien-ი.