სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” მძიმე ფორვარდმა ბექა ბექაურმა (18.01.91, 207 სმ) შეიძლება კარიერა ლიტვის ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბში გააგრძელოს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბექაურმა განუცხადა.
“ლიტვაში ამ ქვეყნის მოქალაქის, კალათბურთის აგენტ ვირგის ბულოტასის მიწვევით მივემგზავრები, რომელიც საქართველოს 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის მსვლელობის დროს თბილისში რამდენიმე შეხვედრას დაესწრო და ლიტვის ეროვნულ ჩემპიონატში თამაში შემომთავაზა. ბალტიისპირეთში ივნისის ბოლოს მივემგზავრები. ლიტვაში ჩემი დარჩენის საკითხი სინჯებისა და საკონტრაქტო შეთანხმების შემდეგ გაირკვევა”, - გვითხრა ბექაურმა.