კალათბურთი

19:17 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექაურის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

 

სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში “ქუთაისი-2010”-“სოხუმის” წყვილში მოასპარეზე ზღვისპირელთა მძიმე ფორვარდის ბექა ბექაურის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ის აღნიშნული გუნდების მესამე შეხვედრაში აუცილებლად იასპარეზებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სოხუმის მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა მხარი აღნიშნული გუნდების მეორე შეხვედრაში მიიღო, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. ამერიკელი ლეგიონერის ჯერემი სეიმონსის წასვლის შემდეგ ბექაური ზღვისპირელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. ბექაურმა მეოთხედფინალში აქამდე ჩატარებულ შეხვედრებში ორმაგი დუბლები მიითვალა. პირველ შეხვედრაში 15 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო მეორეში – 10 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. პლე იოფის მეოთხედფინალურ სერიაში ყველაზე საინტერესოდ “ქუთაისი-2010”-“სოხუმის” დაპირისპირება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ანგარიშია 1:1. მესამეშეხვედრა 3 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალის საგზურს ის გუნდი მიიღებს, რომელიც პირველი შეძლებს სამი შეხვედრის მოგებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11554