სუპერლიგის აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი ბექა ბექაური (18.01.91, 207სმ) ლიტვის ქალაქ კაუნასში გაემგზავრა და კარიერას ამ ქვეყნის ერთ-ერთ საკალათბურთო გუნდში გააგრძელებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ყოფნის დროს, ლიტველი მენეჯერი ვირგის ბულოტა, რომელიც პერსპექტიული კალათბურთელების შერჩევის მიზნით სუპერლიგის მატჩებს ესწრებოდა, ბექა ბექაურით დაინტერესდა. ბექაური სწორედ ბულოტას დახმარებით მოხვდა ლიტვაში და კარიერას ამ ქვეყნის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს.
საქართველოში თამაშის დროს, ბოლოს იგი “სოხუმში” გამოდიოდა. აღნიშნული გუნდის გარდა, ბექაური სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან “სამედიცინო აკადემიაში”, თსსუ-სა და “შსს აკადემიაში” გამოდიოდა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მოთხოვნილებები ვერ დააკმაყოფილა, ლიტველი მენეჯერის მოწონება კი დაიმსახურა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, კარიერას ლიტვაში გააგრძელებს.