სუპერლიგის მონაწილება „სოხუმის“ აწ უკვე ყოფილი წევრი, მძიმე ფორვარდი ბექა ბექაური (18.01.91, 207 სმ) კარიერას ლიტვის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
„ბექაური ლიტვაში, კონკრეტულად კი ქალაქ კაუნასში, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს მიემგზავრება, სადაც მას მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში დააკვირდებიან. ამის შემდეგ იგი კარიერას ლიტვის ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბში გააგრძელებს“, - გვითხრა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბექაურმა „სოხუმში“ ერთი 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი გაატარა. „სოხუმის“ გარდა ბექას „სამედიცინო აკადემიისა“ და „შსს აკადემიას“ გუნდებშიც აქვს ნათამაშები. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი.