მადრიდის “რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა მუხლზე ოპერაციას ამ კვირაში გაიკეთებს. ამის შესახებ Marca იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია საკმაოდ მსუბუქი იქნება. მეტიც, ფრანგს ანესთეზიაც კი არ დასჭირდება. საგულისხმოა, რომ ბენზემას მუხლი მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა, მაგრამ მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბი ოპერაციისგან თავს იკავებდა.
მოსალოდნელია, რომ ბენზემა “რეალის” წინასასეზონო შეკრებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.