ფეხბურთი

20:20 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა პსჟ-ს არ გამორიცხავს

 

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა, სამომავლოდ, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” თამაშს არ გამორიცხავს. ამის შესახებ თავად საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა განუცხადა Telefoot-ს.

“სადღეისოდ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. ვისურვებდი, სეზონიდან სეზონამდე გამეუმჯობესებინა თამაში. პსჟ-ში გადასვლა? მომავალში შესაძლოა, მაგრამ არა ახლა. კარიერაში ყოველთვის დგება რთული მომენტები, მაგრამ ახლა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ხალხი მაკრიტიკებს, მაგრამ ეს ჩემი სტატუსის შემადგენელი ნაწილია. 100%-ით კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ მოედანზე 90 წუთს გავატარებ. 60 წუთი თამაში და გოლი არ მაკმაყოფილებს”, - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ბენზემა 2010 წელს, ფრანგული “ლიონისგან” შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105665