ფეხბურთი

14:06 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა მკურნალობას განაგრძობს

 

მადრიდის “რეალის” ტრავმირებული ფორვარდი კარიმ ბენზემა აღდგენით პროცესს განაგრძობს. მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდი ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში გადის კონსულტაციებს.

არის ალბათობა იმისა, რომ ბენზემამ 24 მაისს მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ვერ ითამაშოს. გარდა ამისა, შესაძლოა, ფრანგს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწიოს. ცხადია, ფორვარდს ეს არ სურს და ცდილობს, სხვადასხვა ექიმებთან მოსინჯოს მკურნალობა.

ცნობისათვის, ბენზემამ მიმდინარე სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

0.140714