“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური მატჩის ყურებას არ აპირებს. შეგახსენებთ, დღეს ერთმანეთს “ინტერი” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. “ნაპოლი” კი ამ შეხვედრის დასრულებიდან დაახლოებით სამ საათში “ატლანტას” უმასპინძლებს.
“ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. “ინტერისა” და “იუვენტუსის” შეხვედრის მიმდინარეობისას მირჩევნია ჩვენს მომავალ მატჩზე ვიფიქრო” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს იტალიური პრესა.