ფეხბურთი

13:31 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი ფელაინის ითხოვს

იტალიური “ნაპოლის” ახლადდანიშნული თავკაცი რაფაელ ბენიტესი ინგლისური “ევერტონის” ნახევარმცველის – მარუან ფელაინის შეძენითაა დაინტერესებული. Football Italia-ს ცნობით, 25 წლის ბელგიელის ტრანსფერისთვის, ნეაპოლელებს 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი დასჭირდებათ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ფელაინის აგენტმა ტურინის “იუვენტუსში” დარეკა და თავისი კლიენტის სამსახური შესთავაზა, მაგრამ იტალიელთაგან უარი მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ თავად ფელაინი იტალიაში თამაშის წინააღმდეგი არაა. თანაც, მომდევნო სეზონში, “ნაპოლი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, სადაც ბელგიელს არასდროს უთამაშია.

აპენინური პრესის ინფორმაციით, ბენიტესი ინგლისის პრემიერლიგიდან კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებაზე ფიქრობს. მათ შორის არიან მცველები – მარტინ შკრტელი (“ლივერპული”) და იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”).

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121562