ფეხბურთი

15:12 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკას” ფაბიუ კოენტრაუ არ აინტერესებს

ლისაბონის “ბენფიკას” სატრანსფერო გეგმებში მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიუ კოენტრაუ არ მოიაზრება. ამის შესახებ Football Espana იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის პორტუგალიელმა “ბენფიკაში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ლისაბონელები უარზე არიან. მოგეხსენებათ, 2011 წელს, “რეალმა” კოენტრაუ სწორედ “ბენფიკასგან”, 30 მილიონ ევროდ შეიძინა. სადღეისოდ, მცველის ფასი 18 მილიონი ევროა.

ევროპული მედიასაშუალებები პორტუგალიელის სახელს “მონაკოსა” და ლონდონის “ჩელსის” უკავშირებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121005