ლისაბონის “ბენფიკას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივა. პორტუგალიური პრესის ცნობით, სპეციალისტს საკმაოდ სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ კარიერის სხვაგან გაგრძელება მაინც არ ისურვა.
58 წლის ჟეზუში უკვე მე-4 წელია, “ბენფიკაში” მუშაობს. ახალი ხელშეკრულების თანახმად იგი ლისაბონში კიდევ ორი წელი დარჩება და დროის ამ მონაკვეთში 8 მილიონ ევროს მიიღებს, პრემიალური და ბონუს-თანხების გაუთვალისწინებლად.