ფეხბურთი

12:55 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერმა ახალი კლუბი მოძებნა

 

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "არსენალის" ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი, კარიერას "ვოლსბურგში" გააგრძელებს.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით "ვოლსბურგის" ოფიციალურ ვებ-გვერდს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

დანიელ ფორვარდს ლონდონელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში დაუმთავრდა და შესაბამისად, ახალ კლუბს ტავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბენდტნერისადმი აქტიურ ინტერსს "ჰალი" და "კრისტალ პალასიც" იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელმა გერმანული ვარიანტი არჩია.

ნიკლას ბენდტნერს "მეთოფეთა" რიგებში სულ 171 მატჩი ჩაატარა და მის აქტივში 47 გოლთან ერთად 22 საგოლე გადაცემაცაა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111089