ფეხბურთი

22:55 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი: "არსენალმა" შეთანხმება დაარღვია"

ლონდონის "არსენალის" დანიელი ნახევარმცველი ნიკლას ბენდტნერი იმედგაცრუებულია, რადგან კლუბმა მისი ახალ გუნდში გადასვლა დაბლოკა.

"მე და "არსენალმა" მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დავტოვებდი, თუმცა კლუბმა შეთანხმება დაარღვია. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მინდოდა სხვაგან გადავსულიყავი და მეტი სათამაშო დრო მქონოდა. ერთი რამ ვიცი: მინდა თამაში და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძირითადში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო", - ბენდტნერის სიტყვებს Goal.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის დანიელი თავდამსხმელის შეძენა "ჰამბურგს", "აინტრახტს", "მალაგას" და "კრისტალ პალასს" უნდოდა. ბენდტნერს "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში  მან ორჯერ დატოვა ლონდონი და "სანდერლენდსა" და "იუვენტუსში" იჯარით თამაშობდა.

გიორგი ბალახაძე


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113302