ბოლოდროინდელი ინფორმაციით, "რომას" მაროკოელი ცენტრალური მცველი, მეჰდი ბენატია მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო. დღეს კი, იტალიური პრესა ტრანსფერის ჩაშლაზე ალაპარაკდა.
როგორც ირკვევა, "ჯალოროსოს" დირექტორი ვალტერ საბატინი, ხვალ მიუნხენში უნდა ჩაფრენილიყო და გერმანელებთან ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ შეეთანხმებინა, მაგრამ ვიზიტი "რომას" მენეჯერმა ჩაშალა.
"რეკორდამისტერები" ბენატიას სანაცვლოდ ჯამში 26 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო იტალიელები მზად არიან მაროკოელი არანაკლებ 30 მილიონ ევროდ გაყიდონ. ბენატიას ტრანსფერზე მოლაპარაკება ჩიხშია შესული, მიუნხენელებს კი ტრანსფერის განხორციელებამდე 6 დღე რჩებათ.
გიორგი ბალახაძე