ფეხბურთი

22:18 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია თვეს გამოტოვებს

 

“რომას” ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია გუნდს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს ინფორმაცია ცნობილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მაროკოელ უკანახაზელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი და ის მოედანზე გასვლას უახლოესი 4 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ეს ნიშნავს, რომ ბენატია “ატალანტასთან”, “ფიორენტინასთან”, “მილანთან” და “კატანიასთან” ვერ ითამაშებს. 26 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება “იუვენტუსთან” მატჩში იგეგმება, რომელიც 9 მაისს გაიმართება.

0.11499