მაროკოს ნაკრებისა და “უდინეზეს” მცველი მეჰდი ბენატია კარიერას “რომაში” გააგრძელებს. რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მხარეებმა უკვე კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ბენატია “რომას” მაისურით უახლოესი 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ტრანსფერის სანაცვლოდ კი მისი ყოფილი გუნდი 13,5 მილიონ ევროს მიიღებს.
“უდინეზეს” რიგებში მეჰდი ბენატიამ ბოლო 3 სეზონში 72 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.