ფეხბურთი

14:26 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენაიუნმა ქპრ-სთან გააფორმა

ისრაელის ეროვნული ნაკრების ვეტერანი კაპიტანი იოსი ბენაიუნი სეზონის ბოლომდე “ქუინზ პარკ რეინჯერსში” ითამაშებს. ლონდონელთა ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებს შორის მოკლევადიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

“იოსი ტოპ კლასის ფეხბურთელია. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ბენაიუნს ისეთი უნარები აქვს, რაც ყოველთვის მომწონდა. თავის დროზე, მისი გადაყვანა “ტოტენჰემში” მსურდა. ვფიქრობ, ქპრ-მ კარგი გაძლიერება მიიღო”, - განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა ჰარი რედნაპმა.

ცნობისათვის, ქპრ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115485