საფრანგეთის ჩემპიონის, “მონპელიეს” ლიდერი იუნეს ბელჰანდა აცხადებს, რომ ამჟამინდელ გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცემა.
“ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კლუბების მიერ გაკეთებული შემოთავაზებები არ მაინტერესებს. მინდა ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. კონკრეტულად რომელში? ასეთი გუნდი ბევრია ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში. მთავარია, გუნდი ჩემს ამბიციებს აკმაყოფილებდეს.” – აცხადებს 23 წლის მაროკოელი ნახევარმცველი.