17 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, ქალთა შორის გრან-პრის გათამაშების მე-3 ეტაპს მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში პლანეტის 11 საუკეთესო მოჭადრაკესთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილიც იასპარეზებს. რაც შეეხება გრან-პრის გათამაშების კიდევ ერთ მონაწილეს, საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკე ქალ ნანა ძაგნიძეს, ამჯერად იგი ისვენებს.
შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა გრან-პრის პირველი ეტაპი (ჟენევა- შვეიცარია) მოიგო, ხოლო მეორეში (დილიჟანი-სომხეთი) 12 მოჭადრაკეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა. პირველ ეტაპზე ბელას საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა, ხოლო მეორეზე ასევე დიდოსტატი ზურაბ სტურუა ეხმარებოდა. ამჯერად ხოტენაშვილს ტაშკენტში ისევ ჯოჯუა დაეხმარება. მთლიანობაში გრან-პრის გათამაშებაში 18 სპორტსმენი მონაწილეობს. გრან-პრის ექვსი ეტაპიდან, თითოეული მათგანი 4-4 ეტაპზე გამოვა, საიდანაც 3-3 საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა და უძლიერესი, 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისათვის ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.
გთავაზობთ გრან-პრის მე-3 ეტაპზე მოსაპარეზე სპორტსმენთა სიას
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი)
- ჟაო ქსიუ (ჩინეთი)
- კატერინა ლაჰნო (უკრაინა)
- ანტუანეტა სტეფანოვა (უკრაინა)
- ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
- ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი)
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
10. ელინა დანიელიანი (სომხეთი)
11. ოლგა გირია (რუსეთი)
12. ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი)
პირველ ეტაპზე დაკავებული ადგილები
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია)
- ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- ვენ ჟუნი ( ჩინეთი)
- ანა უშენინა (უკრაინა)
- კატერინა ლაჰნო (უკრაინა)
- იიფან ჰოუ (ჩინეთი)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
10. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)
11. თუვშინთუგს ბაჩიმეგი (მონღოლეთი)
12. ოლგა გირია (რუსეთი)
მეორე ეტაპზე დაკავებული ადგილები
- ჰამფი კონერუ (ინდოეთი)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია)
- ნანა ძაგნიძე ( საქართველო)
- ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)
- ანა უშენინა ( უკრაინა)
- ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
- თუვშინთუგს ბაჩიმეგი (მონღოლეთი)
- ჰარიკა დრონოვალი ( ინდოეთი)
- ოლგა გირია (რუსეთი)
10. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)
11. ელინა დანიელიანი (სომხეთი)
12. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)