მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა თავდამსხმელ მარიო გომესს ბავარიული კლუბის დატოვებისა და იტალიაში წასვლის გადაწყვეტილება მოუწონა. შეგახსენებთ, გომესი მომდევნო სეზონიდან “ფიორენტინას” რიგებში ითამაშებს.
“ჩემი აზრით, მარიომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქედანვე ჩანს, რომ “ბაიერნის” ახალი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა ძირითად გათვლას მარიო გიოტცეზე გააკეთებს. იტალიური ფეხბურთი კი ბევრისთვის აუხდენელი ოცნებაა და ფლორენციის “ფიორენტინა” გომესისთვის ბრწყინვალე ვარიანტია”, – უთხრა ბეკენბაუერმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.