ფეხბურთი

22:49 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთეს

FIFA-მ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი, ფრაც ბეკენბაუერი ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბეკენბაუერის დასჯის მიზეზი ისაა, რომ მან ეთიკის დამოუკიდებელ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. საქმე ეხება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლებად რუსეთისა და კატარის არჩევის გამოძიებას. ამ დარღვევის გამო, ბეკენბაუერს, 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერი საფეხბურთო აქტივობა ეკრძალება.

0.123074